Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეროვნული ერთიანობის დღეს“ რუსეთში მსვლელობები მოეწყო


„ეროვნული ერთიანობის დღესთან“ დაკავშირებით რუსეთში მსვლელობები გაიმართა. კრემლის ათასობით მომხრემ და უტრამემარჯვენე ნაციონალისტებმა მასობრივი აქციები მოაწყვეს. კრემლის მომხრე ახალგაზრდულმა გაერთიანებამ, „ნაშიმ“ გამოაცხადა, რომ მოსკოვში, ტარას შევჩენკოს სანაპიროზე 15 ათას ადამიანს მოუყარა თავი. ლიუბლინოს რაიონში ნაციონალისტურმა მოძრაობებმა ჩაატარეს მსვლელობა. მოსკოვში გაძლიერებულია უსაფრთცხოების ზომები. მსვლეობები გაიმართა სხვა ქალაქებშიც. მათ შორის, ნაციონალისტთა აქციებთან ერთად, ეწყობა ანტიფაშისტური გამოსვლები. 4 ნოემბერი ითვლება „ეროვნული ერთიანობის დღედ“ 2005 წლიდან. ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შემოიღო საბჭოთა, ოქტომბრის რევოლუციის აღსანიშნავი, 7 ნოემბრის შემცვლელად.
XS
SM
MD
LG