Accessibility links

რუსეთმა უარყო იაპონიის გაფრთხილება ორ ქვეყანას შორის სადავო კუნძულებზე სტუმრობის გამო


რუსეთმა უარყო იაპონიის გაფრთხილება კრემლის ლიდერების მიმართ, არ ჩავიდნენ ორ ქვეყანას შორის სადავო კუნძულებზე. იაპონიამ გაფრთხილება გამოთქვა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ორშაბათს იმ კუნძულებზე სტუმრობის გამო, რომლებზეც ორივე მხარეს აქვს პრეტენზია. რუსულად სამხრეთი კურილის კუნძულებად წოდებული მიწები, რომლებსაც იაპონია ჩრდილოეთის ტერიტორიებს უწოდებს, საბჭოთა არმიამ დაიკავა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მათზე იაპონია აცხადებს პრეტენციას. ოთხშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაიმნორა რუსეთის პოზიცია და თქვა, რომ პრეზიდენტი მედვედევი არავის რჩევებს არ იღებს იმის თაობაზე, თუ რუსეთის რომელ ტერიტორიას ეწვიოს. რუსეთმა და იაპონიამ კუნძულების გარშემო უთანხმოების გამო დღემდე ვერ მოახერხეს დადონ სამშვიდობო შეთანხმება.
XS
SM
MD
LG