Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი აკრიტიკებს უკრაინაში გამართულ ადგილობრივ არჩევნებს


დღეს ევროკავშირიც შეუერთდა კრიტიკას, რომელსაც შეერთებული შტატება გამოთქვამს უკრაინაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების მისამართით. კიევში ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ბლოკის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი „შეშფოთებას“ გამოთქვამს კვირას გამართული არჩევნების დროს დაშვებული დარღვევების შესახებ არჩევნების მეთვალყურეების ანგარიშის გამო. არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ეგზიტ პოლები მიანიშნებს, რომ გამარჯვება ერგო პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველ პარტიას. ვაშინგტონმა ოთხშაბათს გააკრიტიკა არჩევნები, დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო.
XS
SM
MD
LG