Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 13 პირის დაკავების ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა


დაკავებულია ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 13 პირი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:06 0:00
გადმოწერა
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 13 პირის დაკავების ფაქტი დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს შსს-მ. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოთარ ორჯონიკიძემ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მასშტაბური ოპერაციის შედეგად, კონტრდაზვერვამ გამოავლინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ფარულ კავშირში მყოფი პირები. ორჯონიკიძის განმარტებით, ოპერაცია მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2006 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ; კერძოდ, პირი, რომელიც უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირს ნებაყოფლობით აღიარებდა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდა. ორჯონიკიძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, შსს-ს მიმართა არაერთმა ადამიანმა, მათგან მიღებული ინფორმაციის ანალიზის და 4-წლიანი მუშაობის შედეგად კი დაიგეგმა ოპერაცია, რომლის პირველი ეტაპი 2010 წლის ოქტომბერში წარმატებით დასრულდა. ოთარ ორჯონიკიძის თქმით, გამოვლენილია ათობით პირი, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ. მათგან 13 ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. დაკავებულთაგან 4 რუსეთის მოქალაქეა. დღესვე საქართველოს შსს-მ 2 დაკავებულის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა. როგორც გაირკვა, თავიდან დაკავებული იყო 15 პირი, აქედან ორს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
XS
SM
MD
LG