Accessibility links

logo-print

ფილიპ გორდონი: ამერიკასა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შეფერხება არ წაადგება არც ამერიკას, არც რუსეთს და არც საქართველოს


ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ გორდონის თქმით, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შეფერხება არ წაადგება არც ამერიკას, არც რუსეთს და არც ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა. „იმის თქმა, რომ უარს ვამბობთ რუსეთთან ურთიერთობაზე, უარს ვამბობთ მასთან საერთო ინტერესების ძიებაზე, უარს ვამბობთ ნებისმიერ სფეროში შეთანხმებაზე, სანამ საქართველოს რთული პრობლემა მოგვარდებოდეს“, არავის ინტერესებში არ არის, თქვა გორდონმა ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. ფილიპ გორდონმა კვლავ გაიმერა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებებზე, სადაც რუსეთთან ომის შემდგომი პრობლემების მოგვარებაზეა საუბარი. ამასთან, ვაშინგტონი ცდილობს, ხელი შეუწყოს საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოში დაბრუნებას. მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები წარმატებით მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, არ აღიარონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG