Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განვითარების პროგრამის რეიტინგში საქართველო 74-ე ადგილზეა


გაეროს შეფასებით, ადამიანური განვითარების დონის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 169 ქვეყანას შორის 74-ე ადგილზეა. გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გამოქვეყნებული მოხსენება შეიცავს მონაცემებს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში ცხოვრების დონის, მოქალაქეთა სოციალური დაცვის, განათლების და ჯანდაცვის ხარისხის, კულტურული განვითარების, კრიმინალური მდგომარეობის, გარემოს დაცვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ. გაეროს განვითარების პროგრამის რეიტინგში საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად აღმოჩნდა მაღალი ადამიანური განვითარების სახელმწიფოთა კატეგორიაში, თუმცა ამ მხრივ, საქართველოს უსწრებენ უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი და აზერბაიჯანი.
XS
SM
MD
LG