Accessibility links

logo-print

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცების ცემის ფაქტი უარყო


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში ჯარისკაცების ცემის ფაქტი უარყო. სამინისტროს განცხადებით, შეიარაღების საწყობის აღრიცხვისას სერჟანტმა აღმოაჩინა ერთი ავტომატური იარაღის დანაკლისი, რასაც რამდენიმე კაპრალს შორის დაპირისპირება მოჰყვა. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ინციდენტი ამოწურულია და გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაცია 42-ე ბატალიონში ჯარისკაცების ცემის შესახებ დღეს გაავრცელა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ. ვითარების შესწავლის შემდეგ განცხადებას გაავრცელებს სახალხო დამცველის აპარატი.
XS
SM
MD
LG