Accessibility links

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში სულ ცოტა 50 ადამიანი დაიღუპა და 80 დაიჭრა აფეთქების შედეგად


ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში სულ ცოტა 50 ადამიანი დაიღუპა და 80 დაიჭრა მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა ფეშავარის გარეუბანში, პროვინცია ხიბერ-ფახტუნხვის დედაქალაქ დარა ადამ ხელში, ლოცვის დროს. პროვინცის ხელისუფლების წარმომადგენლის, შაჰიდ ულას თქმით, აფეთქება თვითმკვლელმა განახორციელა. როგორც იტყობინებიან, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე იყო ტომის უხუცესი, რომელიც ხალხს მოუწოდებდა, წინ აღდგომოდნენ თალიბანს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მსხვერპლთა შორის ეს უხუცესიც არს თუ არა.
XS
SM
MD
LG