ავღანეთის პოლიციის ცნობით, დღეს დასავლეთ ავღანეთში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა ცხრა და დაიჭრა 30-მდე ადამიანი. ცნობის თანახმად, თავდასხმის სამიზნე იყო პროინცია ფარიაბის საბჭოს თავმჯდომარე მოლა რაჰმატულა თურქისტანი, რომელიც დაიჭრა. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო თავდასხმა და მას „ანტიისლამური“ ქმედება უწოდა. მისი თქმით, ეს მთავრობას ხელს ვერ შეუშლის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.
ყველაზე პოპულარული
1