Accessibility links

logo-print

„კომერსანტის“ ჟურნალისტი ცემის ფაქტს პროკურატურა იძიებს


რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ პირად კონტროლზე აიყვანა საგამომცემლო სახლ „კომერსანტის“ ჟურნალისტ ოლეგ კაშინზე მომხდარი თავდასხმა. ჟურნალისტზე თავდასხმა შაბათის ღამით მოსკოვში მოხდა. უცნობების მიერ სასტიკად ნაცემი ჟურნალისტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თავდასხმის მომენტში ჟურნალისტს თან ჰქონდა ძვირადღირებული ტექნიკა და ფული, თუმცა თავდამსხმელებს ხელი არაფრისთვის უხლიათ. პროკურატურა საქმეს იძიებს „სიკვდილის განზრახვით თავდასხმის“ მუხლით.
XS
SM
MD
LG