Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაიტის გრიგალი ტომასი დაატყდა თავს


დაახლოებით 6 ადამიანი დაიღუპა ღვარცოფისა და წყალდიდობის შედეგად, რაც კუნძულ ჰაიტიზე გრიგალ ტომასის დატყდომამ გამოიწვია. არსებობს საშიშოროება, რომ სტიქიურმა უბედურებამ შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს ქოლერის ეპიდემიით დაზარალებულ ადგილებში მცხოვრები ადამიანების ბედი. ჰაიტის მთავრობა პირობას დებს, რომ უკეთეს კარვებს დაუდგამს ლტოლვილთა ბანაკებში მცხოვრებ ათეულ ათასობით მოქალაქეს, რომელბიც აცხადებენ, რომ წასასვლელი არსაით აქვთ. გრიგალმა ტომასმა კარიბის ზღვის კუნძულ სანტა-ლუჩიაზე 14 ადამიანი იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG