Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა ვეტო დაადო დემონსტრაციების შეზღუდვის კანონპროექტს


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა შაბათს ვეტო დაადო ანტისამთავრობო დემონსტრაციების შეზღუდვის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენილ კანონპროექტს. პარლამენტის ორივე პალატის სპიკერის სახელზე გაგზავნილ წერილში მედვედევი განმარტავს, რომ არ მოაწერს ხელს კანონპროექტს, რადგან იგი "ეწინააღმდეგება მოქალაქეთა თავისუფლად შეკრების უფლებას". დმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს რუსმა უფლებათდამცველებმა, მათ შორის, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარემ ლიუდმილა ალექსეევამ. ცოტა ხნის წინ, საზოგადოების წარმომადგენლებმა თხოვნით მიმართეს მედვედევს, არ მოეწერა ხელი აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებისათვის.
XS
SM
MD
LG