Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ოპოზიცია ხელისუფლებისგან რეალურ მოლაპარაკებას ითხოვს


„ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ბოლოს და ბოლოს გაგვარკვიოს, იქნება თუ არა რეალური მოლაპარაკებები და ვიმსჯელებთ თუ არა ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ განცხადება "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" "ქართული აკადემიისა" და რვა ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დროს. შეხვედრაში მონაწილე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, „უახლოეს დღეებში ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდებიან პირველ შეხვედრასა და ფორმატზე, დაიწყება მოლაპარაკებები.“ დავით უსუფაშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი კი იმედოვნებს, რომ „საერთო ძალისხმევით მნიშვნელოვან ცვლილებებს მიაღწევენ და ქვეყანაში საარჩევნო გარემო გაუმჯობესდება.“
XS
SM
MD
LG