Accessibility links

შეერთებული შტატები ინდოეთთან მსხვილ სავაჭრო გარიგებას გააფორმებს


შეერთებული შტატები ინდოეთთან დადებს ხელშეკრულებას 10 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის მიწოდების შესახებ. ამის შესახებ ინდოეთში ვიზიტად მყოფმა ბარაკ ობამამ შაბათს განაცხადა. საუბარია სამგაზავრო თვითმფრინავებსა და სხვა მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე. უფრო ადრე, სასტუმრო „ტაჯ-მაჰალში“, სადაც 2008 წლის ნოემბერში ტერორისტების თავდასხმის შედეგად 160-ზე მეტი კაცი დაიღუპა, - ობამამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ინდოეთი ერთსულოვანი არიან თავისუფლების იდეალების დაცვის საქმეში. კვირას ბარაკ ობამამ დელიში ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მანმოხან სინგს შეხვდება. ადღიანი ტურნეს ფარგლებში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ინდონეზიას, სამხრეთ კორეას და იაპონიას ეწვევა.
XS
SM
MD
LG