Accessibility links

logo-print

ობამას თქმით პაკისტანი ნელა ინკურნება ტერორიზმისგან


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ პაკისტანის პროგრესი სუსტია ტერორიზმის „კიბოს დაავადების“ განკურნებაში. პაკისტანის ხელისუფლება აცნობიერებს რომ მას აქვს დიდი პრობლემა ექსტრემიზმმთან ბრძოლაში და დგამს ნაბიჯებს მის მოსაგვარებლად, მაგრამ არა იმდენად კარგად, როგორც ჩვენ გვსურსო, - განაცხადა მუმბაიში ინდოეთში სიტყვით გამოსვლისისას ობამამ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „განსაკუთრებით რთული“ უწოდა ისტორიულ ურთიერთობას ინდოეთ-პაკისტანს შორის, რომლებიც სამჯერ ეომნენ ერთამენთს. ამასთან ობამამ დასძინა, რომ ინდოეთს განსაკუთრებული როლი ეკისრება პაკისტანის სტაბილურობასა და კეთიდღეობაში.
XS
SM
MD
LG