Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით აქცია გაიმართა


ავღანეთის ათეულობით კანონმდებელი და განვლილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე დეპუტატობის კანდიდატი ითხოვს, რათა გაუქმდეს 18 სექტემბრის არჩევნები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაისა და ქვეყანაში გაეროს წარმომადგენლობის ოფისის წინ გაიმართა. ავღანეთში დღემდე არ არის გამოცხადებული ოფიციალური შედეგი სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების, რომელიც, მრავალი დამკვირვებლის თანახმად, დარღევებითა და გაყალბებით ჩატარდა. დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ უკვე სცნო ბათილად ბიულეტენების მეოთხედი. თუმცა, როგორც იტყობინებიან, მიმდინარეობს თავად კომისიის შემოწმება კორუფციაში ეჭვის გამო.
XS
SM
MD
LG