Accessibility links

logo-print

ბენედიქტე მე-16 ბარსელონაში წმინდა ოჯახის ტაძარი აკურთხა


რომის პაპმა ბენედიქტე მე-16 კვირას, ესპანეთში ვიზიტის მეორე დღეს- ბარსელონაში მდებარე წმინდა ოჯახის ტაძარი აკურთხა. ცერემონიაში დაახლოებით 5000 კაცი მონაწილეობდა. ბარსელონის ერთ-ერთი სიმბოლოს მშენებლობა მე-19 საუკუნის ბოლოს ცნობილი არქიტექტორის ანტონიო გაუდის პროექტით დაიწყო და დღემდე ბოლომდე არ არის დასრულებული. ბარსელონის ქუჩებში დღეს ასევე გაიმართა საპროტესტო აქციაც. ასეულობით ადამიანი პროტესტს გამოთქვამდა ჰომოსექსუალური წყვილების ქორწინების მიმართ კათოლიკური ეკლესიის უარყოფითი პოზიციის გამო.
XS
SM
MD
LG