Accessibility links

logo-print

ნაცემი რუსი ჟურნალისტი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია


რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტის ოლეგ კაშინის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და იგი მოსკოვის საავადმყოფოში იმყოფება. რათა ნაცემი ჟურნალისტის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ, ექიმებმა იგი ხელოვნურ კომაში ჩააგდეს. კაშინი ოპიზიციის საქმიანობის შესახებ სტატიებს წერდა გაზეთ „კომერსანტში“. შაბათს მომხდარი თავდასხმის შედეგად ჟურნალისტმა კონტუზია მიიღო, მას დაზიანებული აქვს ყბა და მოტეხილი აქვს თითები. „კომერსანტის“ რედაქცია აცხადებს, რომ კაშინზე თავდასხმა მის საქმიანობას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG