Accessibility links

logo-print

საქართველოში 2007 წლის 7 ნოემბრის წლისთავი აღინიშნება


პარლამენტის შენობასთან 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებისადმი მიძღვნილი აქციის სამზადისი დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოსთან სცენა და ხმის აპარატურა ყველა წესების დაცვით დამონტაჟდება. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, ერთ საათში სპეციალურ ეკრანზე ნაჩვენები იქნება ორი დოუკნეტური ფილმი და ერთი კლიპი. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიებსი წეარმომადგენლები. 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური ანტისახელისუფლო საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. შეტაკებებისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. 7 ნოემბრის აქციას პრეზიდენტ მიხეილ საააკშვილის თანამდებობიდან გადადგომა და ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG