Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის შენობის წინ მცირერიცხოვანი აქცია დასრულდა


პარლამენტის შენობის წინ დოკუმენტური ფილმის ჩვენებით, ე.წ. „ღირსების წიგნის“ წერითა და ოპოზიცური პარტიების ლიდერების გამოსვლით დასრულდა აქცია, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი იღებდა მონაწილეობას. აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი აზრის სახლის" ორგანიზებით გაიმართა. ორატორების ძირითადი გამოსვლა იყო ანტისამთავრობო და გაისმოდა მოწოდება, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლის გაგრძელების შესახებ. “ეს არის დასაწყისი პროცესისა, რომელსაც ჰქვია “ბოროტსა სძლია კეთილმან”, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მალე დასრულდება”, - აღნიშნა პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას „ქართული პარტიის“ ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ. პარლამენტის შენობასთან დღეს გამართული აქცია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს მიეძღვნა. 3 წლის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური ანტისახელისუფლო საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. შეტაკებებისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.
XS
SM
MD
LG