Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა მოუწოდებს ინდოეთსა და პაკისტანს კონფლიქტის დიალოგით მოგვარებისკენ


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ინდოეთსა და პაკისტანს თავიანთი კონფლიქტის დიალოგით მოგვარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არასტაბილურობა რეგიონში მხოლოდ ხელს შეუშლის ინდოეთის, როგორც გლობალური ეკონომიკური მოთამაშის ზრდას. ობამამ აგრეთვე გააკრიტიკა მეამბოხეების წინააღმდეგ პაკისტანის ბრძოლის ტემპი. ბარაკ ობამამ ამის შესახებ ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გამოსვლისას განაცხადა. დღეს აშშ-ის პრეზიდენტი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავენ ვაჭრობის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ავღანეთის ოპერაციისა და გაეროს რეფორმის საკითხებზე.
XS
SM
MD
LG