Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის წამყვანი პოლიტიკური ბლოკების ლიდერები თანხმდებიან მთავრობის ფორმირებაზე


ერაყში წამყვანი პოლიტიკური ბლოკების ლიდერები ორი დღის წინ მომავალი მთავრობის ფორმირებაზე მიღწეული შეთანხმების დასადასტურებლად გამართავენ შეხვედრას. უკვე რვა თვეა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერაყის პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს მთავრობის ჩამოყალიბება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი შეთანხმებით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე რჩება ნური ალ-მალიკი, ბლოკ ”ერაყიას” და მის ლიდერს - ექსპრემიერ აიად ალავის პარლამენტის სპიკერის კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობა. სპიკერის ასარჩევად პარლამენტი, სავარაუდოდ, 11 ნოემბერს შეიკრიბება.
XS
SM
MD
LG