Accessibility links

logo-print

რუსეთში ჟურნალისტები პროტესტს გამოთქვამენ მათს კოლეგებზე თავდასხმების გამო


რუსეთში ჟურნალისტები პროტესტს გამოთქვამენ მათს კოლეგებზე თავდასხმების გამო. ღია წერილი, რომელიც გაზეთ „კომერსანტის“ დღევანდელი ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა, ძალადობისაგან ჟურნალისტების უკეთ დაცვის მოთხოვნას შეიცავს. შაბათს სასტიკად სცემეს „კომერსანტის“ რეპორტიორი, ოლეგ კაშინი - ეს თავდასხმა ასახულია 90-წამიან ვიდეოფილმში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა და რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაშიც კი იქნა ნაჩვენები. ღია წერილში ნათქვამია, რომ მარტო მიმდინარე წელს რუსეთში რვა ჟურნალისტი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაშინის მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმეა. იუწყებიან ასევე, რომ დღეს ნაცემი იპოვეს გაზეთ „ჟუკოვსკიე ვესტის“ რეპორტიორი, ანატოლი ადამჩუკი.
XS
SM
MD
LG