Accessibility links

logo-print
„კვირის პალიტრა“ 18 წლის პატიმარ გვანცა ყუფარაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის 2006 წელს თანაკლასელი ვაჟის დაჭრაში დაადანაშაულეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაშინ გვანცა ყუფარაძე 14 წლის იყო. ინტერვიუს ავტორი წერს, რომ გვანცა ყუფარაძის ბრალეულობის დასამტკიცებლად საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ მოიპოვებოდა. თავად პატიმარი კი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „საქართველოში გამეფებულ უსამართლობას უნდა ვებრძოლო. არ მინდა ვიცხოვრო უსამართლო ქვეყანაში, არ მინდა ვინმეს დაემართოს ის, რაც მე დამემართა, არ მინდა იფარცხებოდეს ასეთი საქმეები და უსამართლობას უსამართლობა ემატებოდეს“!

ამავე გაზეთში წაიკითხავთ ინტერვიუს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასთან: „საქართველოს განვითარებას ძალიან უშლის ხელს ის, რომ ქართველები ერთმანეთს ფეხს ვუდებთ და ჩვენს ქვეყანაზე ნეგატიურად ვლაპარაკობთ. იდეალური ქვეყანა და ხელისუფლება არ არსებობს. იმის გამო, რომ ვიღაც ხელისუფლებაში პიროვნულად არ მოგწონს, როგორ შეიძლება ქვეყნის საზიანო ნაბიჯი გადადგა?“ – აცხადებს ვერა ქობალია, რომელიც თავის საუბარში აღნიშნავს, რომ უმუშევრობის დაძლევა მისი პრიორიტეტია და მისი მეუღლის მშობლებიც უმუშევრები არიან.

„რეზონანსი“ აქვეყნებს ინტერვიუს ეკონომიკური კვლევის ცენტრის წარმომადგენელ ნოდარ ხადურთან: „ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ერთი რამ: შევხედოთ სტატისტიკას ქვეყანაში. საქართველოში ორი მილიონი ადამიანია, ვისაც უნდა მუშაობა და არის სამუშაო ძალა. მხოლოდ 600 000 ადამიანი იღებს ხელფასს. ეს მოსახლეობის 30%-ია. 1 მილიონ 400 ათასი ადამიანიდან 330 ათასზე მეტი ოფიციალურად აცხადებს, რომ არის უმუშევარი. მილიონი ამბობს, რომ არის თვითდასაქმებული: ტაქსაობს, რეპეტიტორია ან სოფლად ამუშავებს მიწას. ამ ფონზე, იმ 600 000 ადამიანის ბედიც, ვინც დასაქმებულია, არის ძალიან მძიმე“.

„ვერსიას“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესაუბრება. სახელმძღვანელოების საკითხზე მან აღნიშნა: „რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ ამ მხრივ ლიბერალური გადაწყვეტილება მიიღო, რაც თეორიულად კარგი იდეა იყო – გრიფს ანიჭებდნენ ყველა წიგნს და სხვადასხვა გამომცემლობა სხვადასხვა სახელმძღვანელოს ბეჭდავდა. იყო მოსაზრება, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებდა ყველაფერს, ცუდი შინაარსის სახელმძღვანელო არ გაიყიდებოდა. სამწუხაროდ, შედეგად კომუნიზმი მივიღეთ – მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება ფასის შესაბამისი ესა თუ ის სახელმძღვანელო ეყიდათ. არჩევანი მათ მაგივრად სკოლების ადმინისტრაციამ გააკეთა, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, არაკეთილსინდისიერ გამომცემლებთან კარტელურ გარიგებაში შედიოდნენ“– აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

„კვირის ქრონიკაში“ მკითხველი გაეცნობა ვრცელ ინტერვიუს „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელ ირაკლი მელაშვილთან: „ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია ხელისუფლებას დავუპირისპიროთ ის არის, რომ ოპოზიციას ეს ორი მოთხოვნა უნდა ჰქონდეს გაერთიანებული, რასაც ჰქვია ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლა. ოღონდ, ჯერ უნდა გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო და მერე ჩატარდეს არჩევნები. სააკაშვილს დასავლეთში ნდობის რესურსი ამოეწურა“.

რამდენიმე გაზეთი დღეს 2007 წლის 7 ნოემბრის სამი წლისთავის აღნიშვნაზეც წერს. „24 საათის“ ავტორს პარლამენტის წინ გამართული აქციის ორგანიზატორმა, „თავისუფალი აზრის სახლის“ დირექტორმა ბაკურ ბაკურაძემ უთხრა: „დღეს გვაქვს ერთადერთი სურვილი – 7 ნოემბერს ღირსების დღე დაერქვას. ყველა მსურველი თავისი ღირსების წიგნის წერას დაიწყებს. ისინი პრეზიდენტ სააკაშვილს უნდობლობას გამოუცხადებენ, თავიანთ მოსაზრებას ჩაწერენ და ხელს მოაწერენ, რაც შემდეგ წიგნად გამოიცემა“.

„როგორ ფიქრობთ, თუ დასჭირდა ხელისუფლებას, კიდევ გაიმეორებს 7 ნოემბერს“? – ეკითხება „ახალი თაობის“ ჟურნალისტი სოზარ ზუბარს. ის პასუხობს: „სხვა გზა მათ არცა აქვთ დარჩენილი, ძალადობით მოსული ხელისუფლება ძალადობას ვერ შეწყვეტს, რადგან რა დღესაც ძალადობას შეწყვეტს, იმ დღეს დამთავრდება. თუმცა, ამ ძალადობასაც სჭირდება ძალიან დიდი რესურსი და ეს რესურსი ამ ხელისუფლებას აღარ აქვს“.

XS
SM
MD
LG