Accessibility links

logo-print

ორი თვის წინ დატყვევებული მეზღვაურები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან


ორი თვე შესრულდა სომალელი მეკობრეების მიერ ქართველი მეზღვაურების გატაცებიდან. მალტის დროშით მცურავი ხომალდი, რომლის ეკიპაჟის 15 წევრი საქართველოს მოქალაქეა, 3 კი - თურქეთის, მეკობრეებმა ადენის სრუტეში 8 სექტემბერს დაატყვევეს. ბათუმის საზღვაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სულიკო სურმანიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს დღეს განუცხადა, რომ დატყვევებული მეზღვაურების მდგომარეობა გაუსაძლისია, მათი გათავისუფლება კი, უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება რადგან მეკობრეებთან მოლაპარაკება ჩიხში მოექცა. სურმანიძის ცნობით, თავდამსხმელები გამოსასყიდის სახით მილიონ დოლარს მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG