Accessibility links

logo-print

ობამა მხარს უჭერს ინდოეთის მოთხოვნას, გახდეს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი


შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ის მიესალმება გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმას, რომლის შედეგადაც ინდოეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი გახდებოდა. როგორც ობამამ დღეს ინდოეთის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, შეერთებული შტატები ემხრობა გაეროს "ეფექტიან" და "ლეგიტიმურ" საქმიანობას, რის გამოც ემხრობა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმას, რომლის შედეგადაც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შორის ინდოეთიც იქნებოდა. ამასთან, შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ამ პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება. ობამა დღეს ასრულებს ინდოეთში სამდღიან ვიზიტს, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხებიც იყო ბიზნესის სფეროსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გააქტიურება. დღეს, უფრო ადრე, ობამა გამოვიდა ინდოეთსა და პაკისტანს შორის დიალოგისაკენ მოწოდებით, თუმცა დასძინა, რომ შეერთებული შტატები ვერ უკარნახებს მხარეებს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ქაშმირის გარშემო ტერიტორიული დავა, ან სხვა საკითხების თაობაზე უთანხმოება. სამშაბათს ობამა ინდონეზიას ეწვევა, ”დიდი 20”-ის სამიტზე სამხრეთ კორეაში ჩასვლამდე.
XS
SM
MD
LG