Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში უშედეგოდ დასრულდა პოლიტიკური ლიდერების შეხვედრა კრიზისიდან გამოსვლის მოსაძებნად


ერაყში პოლიტიკური ბლოკების ლიდერების შეხვედრა გაიმართა, ახალი მთავრობის შექმნასთან დაკავშირებული რვათვიანი კრიზისისთვის ბოლოს მოსაღებად. მაგრამ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა ქურთების რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრ არბილში იყო პირველი საჯარო პირისპირ მოლაპარაკება ერაყელი ქურთების, შიიტებისა და სუნიტების ბლოკების ლიდერების მონაწილეობით მას შემდეგ, რაც მარტის საპარლამენტო არჩევნები რომელიმე ერთი ძალის აშკარა გამარჯვების გარეშე დასრულდა. ამის გამო, მარტის შემდეგ ერაყს მთავრობა არა ჰყავს. დღევანდელი, 90-წუთიანი მოლაპარაკების შემდეგ, პოლიტიკურმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისევ შეხვდებიან ერთმანეთს. მორიგი შეხვედრა 9 ნოემბერს ბაღდადში გაიმართება.
XS
SM
MD
LG