Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში ოპოზიცია და ეუთოს მეთვალყურეები აკრიტიკებენ საპარლამენტო არჩევნებს


აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების დასავლელი მეთვალყურეების განცხადებით, მათ არ შეუმჩნევიათ რეალური დემოკრატიული პროგრესი არჩევნებზე, რომელთა შედეგადაც მანდატების უმრავლესობა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მმართველმა პარტიამ მოიპოვა. ეუთოსა და ევროსაბჭოს სამეთვალყურეო მისიის განცხადებით, კენჭისყრა აღინიშნა „მედიის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვით“, აღირიცხა საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევებიც. კვირას გამართული არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომლებიც ხმების თითქმის სრულად დათვლას ეფუძნება, ალიევის პარტიამ, „იენი აზერბაიჯანმა“ 125-ადგილიან პარლამენტში სულ 72 მანდატი მოიპოვა. დანარჩენი მანდატებიდან, 13-ს ალიევის ლოიალური პარტიები დაეუფლებიან, 40-ს კი, უპარტიო კანდიდატები. ოპოზიცია მკაცრად აკრიტიკებს არჩევნებსა და მათს შედეგებს. მათ პარლამენტში წარმომადგენელი არ ეყოლებათ.
XS
SM
MD
LG