Accessibility links

logo-print

ევროკავშირი უვიზო რეჟიმს დაამყარებს ბოსნიასთან და ალბანეთთან


ევროკავშირის განცხადებით, მომავალი თვიდან გაუქმდება ვიზები ბოსნიისა და ალბანეთის მოქალაქეებისათვის. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ბიომეტრული პასპორტების მფლობლებისთვის გადაადგილების შეზღუდვა გაუქმდება შენგენის ქვეყნებში. ამასთან, გამოითქვა გაფრთხილება, რომ შეზღუდვები ისევ ამოქმედდება, უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG