Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედრო უწყება ავღანეთში დათქმულ ვადას მხარს უჭერს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ მალენმა მხარდაჭერა გამოთქვეს 2014 წლის ვადის მიმართ, რომელშიც ავღანეთში უსაფრთხოების ამ ქვეყნის ძალებისთვის ჩაბარება უნდა მოხდეს. მათ ნატოს მოსთხოვეს ეს ვადა დაიცვას. უფრო ადრე ავღანეთის პრეზიდეტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ 2014 წლამდე ავღანეთს არ შეუძლია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ თარიღის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მოკავშირეები ნოემბრის თვეში, ლისაბონის ნატოს სამიტზე იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG