Accessibility links

logo-print

ბენიამინ ნეტანიაჰუ: ირანის დაშინება მხოლოდ სამხედრო მუქარით შეიძლება


ისრაელის პარემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს განუცხადა წუხელ, რომ მხოლოდ დამაჯერებელი სამხედრო მუქარა დააფრთხობს ირანს შეწყვიტოს ბირთვული იარაღის შექმნა. ამის შესახებ ისრაელის სააგენტოებს განუცხადეს ამ ქვეყნის პოლიტიკოსებმა. ნეტანიაჰუ და ბაიდენი ერთმანეთს შეხვდნენ ნიუ ორლეანში, აშშ-ის ებრაელთა კონფერენციაზე. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მხოლოდ დამაჯერებელი სამხედრო მუქარა აიძულებს ირანს შეწყვიტოს ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა. დასავლეთში ვარაუდობენ, რომ ირანი ურანის გამდიდრების პროგრამას ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობისთვის იყენებს. აშშ და ისრაელი აცხადებენ, რომ ირანის ბირთვულ ამბიციებზე ზემოქმედებისთვის არც ერთი შესაძლებლობაა გამორიცხული.
XS
SM
MD
LG