Accessibility links

logo-print

ავღანეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დიდი უმრავლესობა ემხრობა მოლაპარაკებას თალიბანთან


ავღანეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ავღანელების დიდი უმრავლესობა ემხრობა მთავრობის ძალისხმევას, თალიბანთან მოლაპარაკება აწარმოოს ამ ქვეყანაში მშვიდობის დასამყარებლად. ორგანიზაცია აზიის ფონდმა დღეს გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, გამოკითხულების 83 პროცენტი ემხრობა მთავრობის მოლაპარაკებას მის მოწინააღმდეგე თალიბებთან, ავღანეთში უსაფრთხოების მისაღწევად. შარშან ასეთ მოლაპარაკებას ემხრობოდა ავღანელების შედარებით ნაკლები, 71 პროცენტი. ამავე გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ავღანელების 37 პროცენტს ქვეყნის უდიდეს პრობლემად მიაჩნია უსაფრთხოების არარსებობა, რასაც მოჰყვება უმუშევრობა და კორუფცია.
XS
SM
MD
LG