Accessibility links

logo-print

ინდონეზია და აშშ უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ უსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროებში


შეერთებული შტატები და ინდონეზია შეთანხმდნენ, რომ უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ ტერორიზმთან ბრძოლის, ვაჭრობის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში. ამის შესახებ ითქვა ინდონეზიის პრეზიდენტ სუსილო ბამბანგ იუდჰოიონოსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ჯაკარტაში მათი მოლაპარაკების შემდეგ გაიმართა. ობამა დღეს ჩავიდა ინდონეზიაში, რაც აზიაში მისი ათდღიანი ტურნეს ერთ-ერთი ეტაპია და დღესვე ეწვევა უდიდეს მეჩეთს ამ ქვეყანაში. ინდონეზიას მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მუსულმანური მოსახლეობა ჰყავს.
XS
SM
MD
LG