Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კუკავა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა საზოგადოება შეურაცხყო


2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ორგანიზებაში რუსეთის უშიშროების სამსახურის გენერლების მონაწილეობის დადასტურებას საქართველოს პრეზიდენტისგან მოითხოვს თბილისის საკრებულოს წევრი კახა კუკავა. ორშაბათს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 3 წლის წინანდელი მოვლენები ორგანიზებული იყო რუსული უშიშროების და ბადრი პატარკაციშვილის მიერ. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა კუკავამ განაცხადა, რომ თუ ერთი კვირის ვადაში მიხეილ სააკაშვილი მტკიცებულებას არ წარადგენს, ან გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს და საზოგადოებას ბოდიშს არ მოუხდის, სასამართლოს წარედგინება ”უპრეცედენტო კოლექტიური სარჩელი” 2007 წლის 7 ნოემბრის აქციაში მონაწილე ათი ათასობით ადამიანის ხელმოწერით. თბილისის საკრებულოს კონსერვატორი წევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადებები 7 ნოემბრის აქციასთან რუსეთის უშიშროების კავშირის და ქართველი სამართალდამცავების სანიმუშოდ მოქმედების შესახებ, მთელი საზოგადოების შეურაცხყოფაა.
XS
SM
MD
LG