Accessibility links

logo-print

ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკება ხვალიდან დაიწყება


საქართველოში საარჩევნო გარემოს და შესაბამისი კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად, ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკება ხვალიდან დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ სამ საათზე პარლამენტში ელოდება ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად ერთობლივად მუშაობა სურს. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პროცესი უნდა იყოს ღია, დემოკრატიული და საზოგადოებისთვის გასაგები, ამიტომ, ხელისუფლება მიესალმება მასში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას.
XS
SM
MD
LG