Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენებით დააჯილდოვა ”ენვერის” მონაწილენი


საქართველოს პრეზიდენტმა ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენებით დააჯილდოვა შსს-ს ოპერაცია ”ენვერის” მონაწილენი. მათთან დღევანდელი შეხვედრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის ჯაშუშური ქსელის აღმოჩენა და მისი წარმომადგენლების დაკავება მნიშვნელოვანი ოპერაციაა. მისივე შეფასებით, საქართველო არაოკუპირებულ ნაწილში დესტაბილიზაციის მუდმივი მცდელობების პირობებში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილმა ”ენვერის” მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და უსურვა ”შემდგომი წარმატებები საქართველოს მტრის მოქმედებების და ხრიკების შესაჩერებლად”. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს კონფრონტაცია არავისთან სურს და საკუთარ თავს იცავს. ”თუ რუსეთი გამოიჩენს კეთილ ნებას და საქართველოსთან მოლაპარაკებას დაიწყებს, საქართველო ამ მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად არის”, - განაცხადა სააკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ”თუ დაგველაპარაკებიან როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ჩვენ ამისთვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ყოველთვის მზად ვიყავით, ვართ და ვიქნებით”.
XS
SM
MD
LG