Accessibility links

logo-print

ავღანეთში დააკავეს სავარაუდო მემაბოხეები, რომლებიც თვითმრინავში იმყოფებოდნენ


ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი მრავალეროვანი ძალების განცხადებით, ავღანელმა და უცხოელმა ჯარისკაცებმა ქაბულის აეროპორტში დააკავეს ოთხი სავარაუდო მეამბოხე მას შემდეგ, რაც უკან დააბრუნეს თვითმფრინავი, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ. მრავალეროვანი ძალების განცხადებით, თვითმფრინავს, რომელიც ავღანეთიდან საუდის არაბეთში მიფრინავდა, ორშაბათს მოსთხოვეს უკან, ქაბულის აეროპორტში დაბრუნება მას შემდეგ, რაც მოიპოვეს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ თვითმრინავში იმყოფებოდა მეამბოხეების მაღალი რანგის წარმომადგენელიც. როგორც იუწყებიან, ოთხ დაკავებულს შორის ერთ-ერთი არის ალ-ყაიდის მოკავშირე ქსელის, ავღანელ და უცხოელ ჯარისკაცებთან მებრძოლი „ჰაკანის“ წევრი.
XS
SM
MD
LG