Accessibility links

logo-print

ირანი მზად არის მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში


ბირთვულ საკითხებზე ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა საიდ ჯალილიმ საგარეო საქმეებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კეტრინ ეშტონს განუცხადა, რომ თეირანი მზად არის ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რომელიც სტამბულში უნდა გაიმართოს 23 ნოემბერს ან 5 დეკემბერს. ეშტონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თეირანის წინადადებას ევროკავშირი განიხილავს ადრინდელ მოლაპარაკებებში მონაწილე ექვს სახელმწიფოსთან - ბრიტანეთთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან. გაეროს უშიშროების საბჭოს, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ ირანთან ბირთვული ენერგეტიკის საკითხებზე მოლაპარაკებები არ გამართულა. ირანის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით, ვრცელდება აგრეთვე ცნობა, რომ ირანი შესაძლო მოლაპარაკებების არც ერთ მონაწილესთან არ განიხილავს ბირთვული საწვავის გაცვლის საკითხს.
XS
SM
MD
LG