Accessibility links

logo-print

ობამა აღიარებს ისლამურ სამყაროსთნ აშშ-ის ურთიერთობებში სირთულეებს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აღიარებს, რომ გარკვეული პროგრესის მიუხედავად, აშშ-ის ურთიერთობა ისლამურ სამყაროსთან კვლავაც პრობლემურია. გუშინ მან ჯაკარტაში, ინდონეზიის უნივერსიტეტში წარმოთქვა სიტყვა. ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკა არასდროს ებრძოდა ისლამს და, რომ აშშ-მ და მუსულმანურმა ქვეყნებმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს სრულდება ობამას ვიზიტი ინდონეზიაში და ის სამხრეთ კორეაში გაემზავრება დიდი ოცეულის სამიტზე.
XS
SM
MD
LG