Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზიმ ხელი მოაწერა საპენსიო რეფორმის შესახებ კანონს


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ხელი მოაწერა კანონს დღემდე საკამათო საპენსიო რეფორმის შესახებ, რომელიც საფრანგეთში საპენსიო ასაკს ზრდის. კანონი დღეს გამოქვეყნდა საფრანგეთის ”ოფიციალურ ჟურნალში”. სამშაბათს საკონსტიტუციო საბჭოს მიერ დამტკიცებიდან სულ ცოტა ხანში მოაწერა ხელი სარკოზიმ დოკუმენტს. შეგახსენებთ, ახალი კანონით, საფრანგეთში სტანდარტული საპენსიო ასაკი 60-დან 62 წლამდე იზრდება, სრული სახელმწიფო პენსიის ასაკი კი 65-დან 67 წლამდე. ამ სიახლის ჯერ კიდევ ინიცირებამ საფრანგეთში დიდი პროტესტი და მრავალკვირიანი გაფიცვები გამოიწვია. აქციების ორგანიზატორები კანონმდებლებისგან სარკოზის ინიციატივის შეჩერებას ითხოვდნენ.
XS
SM
MD
LG