Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაცემი რუსი ჟურნალისტი ოლეგ კაშინი გონზე მოვიდა


გაზეთ ”კომერსანტის” კორესპონდენტი ოლეგ კაშინი, რომელიც უცნობმა პირებმა გასულ შაბათს სასტიკად ცემეს, გონზე მოვიდა. ის თვალებს ახელს, თუმცა, კვლავ რეანიმაციაში რჩება და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა ჩართული. ამ ინფორმაციას ავრცელებს ”რია ნოვოსტი” მოსკოვის 36-ე საავადმყოფოს წყაროზე დაყრდნობით. სამშაბათს რუსეთის საზოგადოებრივმა პალატამ თავის კონტროლზე აიყვანა კაშინზე თავდასხმის საქმის გამოძიება. ძირითადი ვერსიის თანახმად, ჟურნალისტზე თავდასხმის საფუძველი მისი პროფესიული მოღვაწეობა იყო.
XS
SM
MD
LG