Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ ფულადი ჯარიმა მიუსაჯა ცილისწამებაში ბრალდებულ ჟურნალისტს


რუსეთში სასამართლომ ფულადი ჯარიმა მიუსაჯა ჟურნალისტ მიხაილ ბეკეტოვს, რომელიც კრიტიკულ სტატიებს აქვეყნებდა მოსკოვის მერიის მუშაობაზე და ხიმკის ტყეზე გამავალი ავტროტრასის მშენებლობაზე. სასამართლომ ის ცილისწამებაში დამნაშავედ სცნო და 5000 რუბლით, ანუ, დაახლოებით, 160 დოლარით დააჯარიმა. ჟურნალისტი დაინვალიდებულია მასზე 2008 წლის ნოემბერში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.
XS
SM
MD
LG