Accessibility links

logo-print

კოსოვოს წარმომადგენელი „ორმაგ სტანდარტებში“ ადანაშაულებს ევროკავშირს


კოსოვოს მინისტრმა ევროპული ინტეგრაციის საკითხებში, ბესიმ ბეჩაიმ ევროკავშირი გააკრიტიკა „ორმაგი სტანდარტების“ გამო, რომელსაც ის, ბეჩაის აზრით, კოსოვოსადმი დამოკიდებულებაში ავლენს. მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი კოსოვოს უყენებს პირობებს, რომელთა შესრულებასაც სხვა ქვეყნებისაგან არ მოითხოვს, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დასამყარებლად. მისი თქმით კოსოვოს სურს, მას ისევე ეპყრობოდნენ, როგორც რეგიონის დანარჩენ სახელმწიფოებს. ბეჩაის ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა წინა დღეს მიიღო გადაწყვეტილება ბოსნიასთან და ალბანეთთან უვიზო რეჟიმის დამყარების თაობაზე. შედეგად, ბალკანეთში მარტო კოსოვოელები დარჩნენ, ვისაც ვიზა სჭირდება ევროკავშირის ქვეყნებში ჩასასვლელად.
XS
SM
MD
LG