Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, მალე შექმნას ახალი მთავრობა


ყირგიზეთის პრეზიდენტი როზა ოტუმბაევა პარლამენტს მოუწოდებს, მალე შექმნას ახალი მთავრობა. ყირგიზეთში გასულ თვეში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, მანამდე კი რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელთა მხარდაჭერის შედეგადაც ყირგიზეთი გახდა შუა აზიის პირველი ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელით. საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილია ხუთი პარტია, მაგრამ არც ერთს არ რგებია მთავრობის შესაქმნელად საკმარისი უმრავლესობა. პრეზიდენტმა ოტუნბაევამ დღეს, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, კანონმდებლებს მოუწოდა, ამაღლდნენ „პირად და პოლიტიკურ ამბიციებზე“ და მთავრობა 27 ნოემბრამდე ჩამოაყალიბონ.
XS
SM
MD
LG