Accessibility links

logo-print

ჰაიტიში ქოლერის ეპიდემიამ დედაქალაქამდე მიაღწია


ჰაიტიში ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ქოლერის ეპიდემიამ დედაქალაქს, პორტ-ო-პრენსს მიაღწია. ჯანდაცვის პანამერიკული ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე ჯონ ენდრასის განცხადებით, ექიმები მკურნალობენ ქოლერით დაავადებულ, სულ ცოტა, 73 პაციენტს. ჰაიტიში ქოლერამ უკვე 580-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ჰოსპიტალიზებულია 9500-ზე მეტი. ქოლერის ეპიდემია კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას ქვეყანაში, სადაც დიდი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია იანვარში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ. სტიქიურმა უბედურებამ 250 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა და გაანადგურა ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი.
XS
SM
MD
LG