Accessibility links

logo-print

ავღანეთში 13 ავღანელი ჯარისკაცი და ნატოს სამი ჯარისკაცი დაიღუპნენ თალიბების თავდასხმების შედეგად


ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ავღანელმა ჯარისკაცმა, რომელსაც თალიბანთან ჰქონდა კავშირი, დახმარება გაუწია ექსტრემისტებს წუხელ, ურუზგანის პროვინციაში იერიშის განხორციელებისას. იერიშის დროს, სულ ცოტა, შვიდი პოლიციელი დაიღუპა. ურუზგანის პროვინციის გუბერნატორ ჰაჯი ხოდაი რაჰიმის განცხადებით, ავღანელმა ჯარისკაცმა ექსტრემისტები მიიყვანა პოლიციელების პოსტთან, რის შემდეგაც თალიბებთან ერთად გაიქცა; ხოლო ჩრდილოეთში მდებარე კონდუზის პროვინციაში ოთხი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა წუხელ განხორციელებული თავდასხმის დროს. იუწყებიან აგრეთვე, რომ ხოსტის პროვინციაში თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. აფეთქება ბაზარში მოეწყო და მას ერთი ჯარისკაცი და ერთი პოლიციელი შეეწირა. ამასობაში, ნატომ დაადასტურა კოალიციის სამი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტი.
XS
SM
MD
LG