Accessibility links

logo-print

ერაყის პარლამენტი ხუთშაბათს შეიკრიბება ახალი მთავრობის შექმნის განსახილველად


ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის განცხადებით, ხუთშაბათს გაიმართება პარლამენტის სხდომა, მთავრობის შექმნის პროცესის ბოლომდე მისაყვანად. ერაყი ახალი მთავრობის გარეშეა დარჩენილი მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რადგან კენჭისყრა რომელიმე ერთი პარტიის დამაჯერებელი გამარჯვების გარეშე დასრულდა. ყველაზე მეტი ხმა ერგო ბლოკს, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი იად ალაუი ხელმძღვანელობს. მას მარტო ორი მანდატით ჩამორჩება პრემიერ-მინისტრ მალიკის ალიანსი.
XS
SM
MD
LG