Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში ახალგაზრდები პროტესტს გამოთქვამენ უნივერსიტეტში სწავლის გადასახადის მატების გამო


ლონდონში ახალგაზრდები კონსერვატიული პარტიის შტაბ-ბინაში შეიჭრნენ საპროტესტო გამოსვლისას, რომლის მონაწილე ათიათასობით სტუდენტი უკმაყოფილებას გამოთქვამს უნივერსიტეტში სწავლის გადასახადის მატების გამო. ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა ფანჯრები ჩაამსხვრია და შენობის პირველ სართულზე, კონსერვატიული პარტიის შტაბ-ბინის მისაღებში შეიჭრა, მეორე ნაწილი კი სახურავიდან შევიდა შენობაში. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა რვა ადამიანი. მოგვიანებით შენობაში შევიდა პოლიციის სპეცდანიშნულების შენაერთი. მანამდე 50 000-მდე ადამიანი, უმეტესწილად სტუდენტები მშვიდობიან დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ. ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ გეგმის გამო, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტში სწავლის გადასახადის წელიწადში 9 000 გირვანქა სტერლინგამდე (14 000 დოლარამდე) გაზრდას, ანუ ამჟამინდელი გადასახადის გასამმაგებას.
XS
SM
MD
LG