Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი აკრიტიკებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელს ეხება


საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ეროვნული ფორუმის წევრი ზაზა ჩაკვეტაძე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, საკმარისად დასაბუთებული არ იყო. მსგავს დასკვნას გიორგი ტუღუში საკმაოდ ვრცლად ასაბუთებს დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ასახავს ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ოქტომბერში მომხდარი ინციდენტის შესწავლის შედეგებს. საქმე ეხება 21 ოქტომბრის ინციდენტს, როცა მცირე მეწარმეთა საპროტესტო აქციისას, რომელშიც ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, დაცვის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს, ფორუმის წევრი ჩაკვეტაძე კი, პოლიციამ დააკავა წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ინციდენტის შესწავლის შემდეგ, დაცვის პოლიციის თანამშრომელთა მოქმედების გამო რეაგირებისთვის შს-თა მინისტრს მიმართა, ჟურნალისტთა ფიზიკური შეურაცხყოფისთვის კი - მთავარ პროკურორს.
XS
SM
MD
LG