Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაიწყო ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსულტაცია საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად


საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად გამიზნული კონსულტაციების დაწყებას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის კაბინეტში დღეს შეიკრიბნენ 15 საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. როგორც ბაქრაძემ უთხრა ჟურნალისტებს, კონსულტაციების ფარგლებში გამართული პირველი შეხვედრის დროს შედეგიანი მოლაპარაკება გაიმართა, იყო აზრთა სხვადასხვაობა და კამათი, მაგრამ მხრეებმა კომპრომისისათვის მზადყოფნა გამოხატეს. შეხვედრის დროს გამოჩენილი კონსტრუქციულობა შეაქო კონსულტაციებში მონაწილე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც. მან ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, სამუშაო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ კვალიფიციურ პოლიტიკურ ძალას. მომავალი შეხვედრა, რომელზეც საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებელ ზომებზე იმსჯელებენ, მომავალ ოთხშაბათს გაიმართება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
XS
SM
MD
LG